eng geo
logo
უკან

ელენე მჭედლიშვილი

რეგიონი: კახეთი

ქალაქი: ახმეტა

ასაკი: 26

„მე ვარ ელენე მჭედლიშვილი 26 წლის, სოფელ აწყურიდან. ჩემს ოჯახს ჩემი დაბადებისთანავე მოსკოვში მოუხდა გამგზავრება, რადგან აღმომაჩნდა თანდაყოლილი ზურგის თიაქარი. ამჟამად გადავაადგილდები ეტლით ან ხელჯოხებით. მოსკოვში დავამთავრე სკოლა და მივიღე განათლება ტურიზმის სფეროში. 



ჩამოსვლიდან მალევე დავიწყე სამსახურის ძებნა, შევიტანე განაცხადები შესაბამის ორგანოებში და მალევე დავსაქმდი სასტუმრო „ალაზნის ველი“-ში. იქ დავყავი რამდენიმე ხანი, თუმცა მალევე გავიაზრე, რომ პროფესიულად იქ ჩემი თავის განვითარებას ვეღარ ვახთენდი და ჩემი მაქსიმუმი ამოვწურე, რის გამოც ჩემივე სურვილით წამოვედი. 



ახლა უკვე დაახლოებით ნახევარი წელია ვარ სამსახურის ძიებაში, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. თელავში არსებული დაწესებულებებთაგან მხოლოდ ერთეულებია ადაპტირებული, სადაც ჩემთვის კომფორტული გარემო იქნება, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩემი ცოდნის გამოყენება შემეძლოს და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმაროს. 


ვცდილობ სულ ფორმაში ვიყო და არ მოვდუნდე. მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ღონისძიებებში, ხშირად დავდივარ თბილისში შეხვედრებზე და ასე შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ მიზნისკენ სწრაფვის სურვილი არასდროს დამეკარგება და ავისრულებ ჩემს ჩანაფიქრებს.“