eng geo
logo
უკან

მეგი გოშაძე

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: თბილისი

ასაკი: 36

მე ვარ მეგი გოშაძე, 36 წლის, თბილისიდან. მაქვს თანდაყოლილი მხედველობის პრობლემა. ბავშვობიდან არასდროს მიგრძვნია, რომ მე რაღაცით განხსვავებული ვიყავი სხვებისგან, ამიტომ ჩემი მიზნებიც და ფიქრებიც ისეთივე იყო, როგორიც ნებისმიერი ადამიანის. 



ჩემი პრობლემა უფრო მოგვიანებით გავიაზრე, მაშინ როდესაც გავერიე ფართო საზოგადოებაში და დავიწყე ჩემი მიზნების შესრულებისთვის ბრძოლა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემსგარშემო ყოველთვის ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ფერადი ცხოვრება მქონოდა. დავამთავრე საესტრადო სასწავლებელი და უკვე მალევე დავიწყე მუშაობა მარკეტში. ძალიან მეშინოდა როგორ გავუმკლავდებოდი ჩემს მოვალეობებს, ვფიქრობდი კიდეც, რომ უარი მეთქვა მაგრამ ამინც გავრისკე და აღმოვაჩინე, რომ თურმე შემძლებია. ასევე ვმუშაობდი უსინათლოთა კავშირში, შემდეგ რედაქციაში. 2012 წლიდან კი ვმუშაობ დამხმარე მოსამსახურედ შემოსავლების სამსახურში. 



თავიდან აქაც ძალიან გამიჭირდა, მეუხერხულებოდა ის ფაქტი, რომ მაგალითად პირადობის მოწმობის ძალიან ახლოს მიტანა მჭირდებოდა ამოსაკითხად, თუმცა მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ წლების განმავლობაში ერთხელაც კიარ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმესგან არასწორი დამოკიდებულება მეგრძნოს. 


და ბოლოს მინდა მივმართო ყველა ადამიანს, ვისაც უნდა საკუთარი თავის რეალიზება მაგრამ ფიქრობს, რომ არ შეუძლია და ეშინია: პირადი მაგალითით გეუბნებით არ არსებობს შესაძლებლობების საზღვარი, მთავარია გულით გინდოდეთ და წარმატება გარანტირებულია.