eng geo
logo
უკან

თეონა კვარაცხელია

რეგიონი: სამეგრელო ზემო სვანეთი

ქალაქი: ფოთი

ასაკი: 28

"მე ვარ თეონა კვარაცხელია, 28 წლის, ქალაქ ფოთიდან. ბავშვობიდან ძალიან ბევრი ინტერესი მქონდა და ვცდილობდი სხვადასხვა სფეროებში მეცადა ჩემი თავი. ჩვეულებრივ დავდიოდი სკოლაში. 



ძალიან მიყვარს თეატრი და ხელოვნება, შესაბამისად მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა ამ მიმართულებით. თუმცა ადგილობრივად ამის საშუალება არ იყო, მე კი ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში სასწავლებლად ვერ წავიდოდი. ასევე კარგად გამომდის სიმღერაც და დიდი სურვილი მაქვს ამ მიმართულებითაც გავაუმჯობესო ჩემი უნარები მაგრამ პრობლემა ისევ შშმ პირთათვის საგანმანათლებლო რესურსების ნაკლებობაა.


შესაბამისად გადავწყვიტე ჩემი ძალებით და არსებული მინიმალური რესურსებით შემესრულებინა ჩემი სურვილი. ვითამაშე არაერთ სპექტაკლში და მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, რაც ზოგადად შშმ პირების განათლებას უკავშირდება საქართველოში, მაინც გულით მინდა რომ გავხდე პროფესიონალი მსახიობი."