eng geo
logo
უკან

მარიკო კობახიძე

რეგიონი: სამეგრელო ზემო სვანეთი

ქალაქი: ხობი

ასაკი: 32

“მე ვარ მარიკო კობახიძე, 32 წლის, ქალაქ ხობიდან. წლინახევრის ასაკში დამისვეს რევმატოიდული პოლიართრიტის დიაგნოზი. იმის გამო, რომ დროულად ვერ მოზეზდა დიაგნოზირება, მკურნალობა უკვე დაგვიანებული იყო. 


თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც დამოუკიდებლად გადაადგილება შემეზღუდა და ყველაზე ბნელი მომენტი ის გახლდათ, რომ მე ამ ასაკში ვერ მივიღე ეტლი, უარი ვთქვი მის მოხმარებაზე და ეგოისტური გადაწყვეტილებით ვამჯობინე ჩემი მშობლები დამესაჯა ჩემი ხელით ტარებით. ასე გრძელდებოდა 10 წელი. 


საბაზისო განათლება კერძო სკოლაში მივიღე, რაც ძალიან დამეხმარა. შემდეგ არ მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა კვლავ მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ჩავაბარე გამოცდები და ჩავირიცხე თსუ-ს ფოთის ფილიალში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ძალიან მეშინოდა, მეშინოდა იმის თუ როგორ მიმიღებდნენ კურსელები, მეშინოდა ლექტორების დამოკიდებულების და მეშინოდა ეტლით გასვლის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ადაპტირების კუთხით საკმაოდ ცუდი მდგომარეობა იყო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამინებისთვის. ლექციები მე-4 სართულზე მიტარდებოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა პროცესს. 


შემდეგ სამაგისტროზე ჩაბარებისას დადგა არჩევანი რამდენიმე უნივერსიტეტზე და მე ავირჩიე კერძო სასწავლებელი, სადაც ასევე მოუწესრიგებელი პანდუსის გამო მომივიდა ინციდენტი და მოვიტეხე ორივე ფეხი. ახლა კი ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე და მინდა სიხარულით ვთქვა, რომ იდეალური გარემოა ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტებისთვის. 


ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემი ოჯახის მუდმივი ძალდატანებით და დაჟინებული თხოვნით. არასდროს მაძლევდნენ მოსვენების საშუალებას. შედეგად კი დღეს ვარ დასაქმებული და სრულად რეალიზებული. ვმუშაობ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში და ვთვლი, რომ ის წლებიც ტყუილად დავკარგე, როცა ეტლს ვუარყოფდი, და რომ არა ჩემი ოჯახის ასეთი გვერდით დგომა ალბათ დღეს ძალიან უინტერესო ცხოვრება მექნებოდა.“