eng geo
logo
უკან

გიორგი ციხისელი

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: თბილისი

ასაკი: 37

მე ვარ გიორგი ციხისელი 37 წლის თბილისიდან. ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ვთამაშობდი უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში, ასევე საბერძნეთში, ამჟამად ვარ უეფას B კატეგორიის მრწვთნელი. მყავს ტიპიური განვითარების ბავშვთა გუნდი “ფორვარდი” და შშმ ბავშვთა გუნდი ააიპ “ვორიორსი”.


ჩემს ერთ-ერთ ნათესავთან კომუნიკაციის დროს, რომელსაც აქვს აუტიზმის სპექტრი გამიჩნდა სურვილი დავმხარებოდი მათ ჩემი ძალებით და მესწავლებინა მათთვის ფეხბურთი. დავიწყე სხვადასხვა შშმ პირთა დღის ცენტრში სიარული, რათა უფრო ახლოს გამეცნო თითოეული დიაგნოზი, გავდიოდი კონსულტაციებს სპეციალისტებთან და 2016 წლის აპრილიდან დავიწყეთ ამ იდეის განხორციელება თბილისში.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით დღეს უკვე 7 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი და ახალციხე) ვახორციელებთ ჩვენს პროგრამას, რომელშიც 100ზე მეტი 6-დან 14 წლამდე სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბავშვია ჩართული, რომელთაც აქვთ ფიზიკური შესაძლებლობა ჩაერთონ ვარჯიშში.


ხშირად მეკითხებიან მშობლები, როგორ ვახერხებ მათი “გულის მოგებას” და ასეთ ჩართულობას, მთავარი ალბათ ის არის, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი საქმე, ბედნიერი ვარ როცა მათ მცირე პროგრესს ვხდედავ.


ჩვენი აქტივობების მთავარი მიზანია წავახალისოთ მშობლები, რათა ხელი შეუწყონ შვილების დამოუკიდებლობას. ყველა ტიპის ვარჯიში ატარებს, რა თქმა უნდა, გართობით ხასიათს, ვცდილობთ რაც შეიძლება თავისუფლად და სასიამოვნოდ გაატარონ დრო.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ ყველა ქალაქში თუ სოფელში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ჰქონდეს მსგავს პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა, შესაბამისად გვინდა გავფართოვდეთ და დარჩენილი ქალაქებიც მოვიცვათ და რა თქმა უნდა, გვსურს საქართველოს საზღვრებსაც გავცდეთ.