eng geo
logo
Back

ეკატერინე კურტანიძე

Region: Imereti

City: Sachkhere

Age: 46

ეკატერინე კურტანიძე, 46 წლის სოფელი საირხედან, საჩხერე.


"ფეხმძიმობის დროს გენეტიკური ტესტის გაკეთებისას აღმოჩნდა ცვლილებები. ექიმის რეკომენდაციით უნდა შემეწყვიტა ფეხმძიმობა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღე. მუცლადყოფნიდან მე ოთო მივიღე ისეთი როგორიც იქნებოდა.


ოთოს ცერებრული დამბლის დიაგნოზი (სპასტიური დიპლეგია) 4 თვის ასაკში დაესვა. დღეს ის თბილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე 7 წლის ბიჭია.


დიაგნოზის მიღებიდან მეორე დღესვე დავიწყეთ სერვისების მიღება. რუსთავიდან დავდიოდით თბილისში. აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა თერაპიაში და ვსწავლობდი მეც. სპეციალისტების და ჩემი შეთანხმებული მუშაობით ოთომ ფეხზე გაიარა.


პანდემიის დროს მომიწია საჩხერეში დაბრუნება. აქედან დაიწყო ჩემი, როგორც მშობლის აქტივიზმი. ჩავერთე სხვადასხვა პროექტში და გადავწყვიტე სხვა მშობლებისთვის მაგალითი გავმხდარიყავი. რადგან მიმაჩნია, რომ ძლიერი მშობელი არის საწინდარი ყველა წარმატებისა და წინსვლისა ჩვენი შვილებისთვის.


ერთ-ერთი შეხვედრის დროს გავიცანი საჩხერის დღის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც შემომთავაზა დღის ცენტრში მუშაობა. მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა შევიტანო წვლილი თემის გაძლიერებაში."