ანა ცუხიშვილი/გიორგი ცუხიშვილი
რეგიონი: იმერეთი
ქალაქი: საჩხერე
ასაკი: 17
ანა ცუხიშვილი 17 წლის, გიორგი ცუხიშვილი 10 წლის, საჩხერიდან.
გიორგი: ჩვენ ორი ერთად დავდივართ სკოლაში და შემდეგ დღის ცენტრში.
ანა: სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ძალიან მაბრაზებს, მაგრამ ის ხომ ჩემი ძმაა.
გიორგი: ჩემს დიაგნოზზე ბევრი რამ არ ვიცი. არ ვფიქრობ, რომ ჩემი კლასელებისგან ან ვინმესგან განვსხვავდები და არ მიყვარს, როცა ისე მელაპარაკებიან და ისეთ რამეს მეუბნებიან რომ ვითომ განსხვავებული ვარ.
ანა: ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები თუ ჩემს ძმას ვინმე ცუდ რამეს ეუბნება.
ანა: მე და ჩემი ძმა ჩვეულებრივი ბავშვები ვართ, ჩვენც გვიყვარს თამაში, ხატვა, სეირნობა და ფილმების ყურება. უბრალოდ, ზოგ რამეში მჭირდება დახმარება ან მეტი დრო, რომ გავაკეთო და ნუ გაბრაზდებით და შეეცადეთ გაიგოთ.