eng geo
logo

ვინ ვართ ჩვენ

ნიკა ზიბზიბაძე

ნიკა ზიბზიბაძე - პროგრამის დირექტორი. მაკ-ს შემოუერთდა 2016 წლის მარტში. ნიკა არის კავკასიის ბიზნეს სკოლის მეოთხე ეტაპის სტუდენტი. მას აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტების განვითარების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. დამთავრებული აქვს ძევრის საჯარო სკოლა და აქტიურადაა ჩართული მაკ-ის მიერ განხორციელებულ ყველა რეგიონალურ პროგრამაში. 2013 წელს, მაკლეინის ასოციაციის ხელშეწყობით, ნიკამ გაიარა ტრენინგი ადამიანის უფლებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს შტაბ-ბინაში. 2015 წელს, მაკლეინის ასოციაციის ხელშეწყობით, ნიკამ დაასრულა გაცვლითი პროგრამის ერთსემესტრიანი კურსი სავანას სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ). იგი არის მაკ-ის სტიპენდიანტი სტუდენტი. საკონტაქტო ინფორმაცია:Nikacsb@gmail.com

კარენ გასკილი

კარენ გასკილი - რედაქტორი. კარენი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ ენაში. იგი მუშაობდა მშვიდობის კორპუსის მოხალისედ ჩინეთში 1996-1998 წლებში და შემდეგ ასწავლიდა ინგლისურ ენას სკოლის მოსწავლეებს ალასკაში. 2004-2006 წლებში კარენი მუშაობდა ქალაქ ზესტაფონის N 5 საჯარო სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მშვიდობის კორპუსის ფარგელბში. ამჟამად იგი დაკავებულია საკუთარი სამი შვილის სწავლებითა და აღზრდით, წვენსაწურის რეცხვით და ქართულის მეცადინეობით, თუმცა 2016 წლის შემოდგომიდან იგი საკუთარი მოხალისეობრივი კარიერის კიდევ უფრო გამსადიდრებლად შემოურთდა პროექტ "შუქი მოვიდა"-ს გუნდს ინგლისური ენის რედაქტორად.

ნათელა გრიგალაშვილი

ნათელა გრიგალაშვილი - ფოტოგრაფი. მუშაობდა  ფოტორეპორტიორად  სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში. ამჟამად თავისუფალი ფოტოგრაფი. მუშაობს  პროექტებზე ძირითადად რეგიონებში  სხვადასხვა სოციალურ თემებზე, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები ქალთა  უფლებები და სოციალური მდგომარეობა ქართულ სოფლებში.   ასწავლის    რამდენიმე უნივერსტიტეტში   ფოტოგრაფიას.    2015 წელს დაარსა  ფოტოსააგენტო KONTAKTPHOTOS.-ფოტოგრაფების გაერთიანება რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სოციალურ თემებზე.  არის როგორც რამდენიმე  პერსონალური გამოფენის ავტორი ასევე  სხვადასხვა ჯგუფური გამოფენების მონაწილე