eng geo
logo
უკან

ლელა კიკვიძე

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: რუსთავი

ასაკი: 49

მე და ნიკა დიდი ხანია ვცხოვრობთ აუტიზმის დიაგნოზით ვცხოვრობთ. 3 წლის ასაკში დასმული დიაგნოზით, გაურკვეველი მომავლის შიშით, ინფორმაციის ნაკლებობით, სერვისების არარსებობით დღემდე მოვედით ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მშობლების მხარდაჭერით.

 

დღეს კი, ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე ვდგავრთ - ყოველ დღე ვფიქრობ, რა იქნება როცა მე აღარ ვიქნები?! ვინ იქნება ნიკას მხარდამჭერი?! ვინ იქნება ნიკას ხმა საზოგადოებაში?! ამ კითხვებზე პასუხს ვეძებთ ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები და ჯერ სახელმწიფოს პასუხი არ აქვს.იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას, სწავლის გაგრძელებას, საზოგადოებაში ჩართულობას. მაგრამ იმისათვის რომ ეს რეალობად იქცეს, მისთვის მეტი მხარდაჭერაა საჭირო და ამ დროისთვის არ ვიცით საიდან მოვა ეს მხარდაჭერა.

 

მანამდე კი, სხვა მშობლებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი და სხვისი შვილების მომავლისთვის.