eng geo
logo
უკან

ნანა ბერაია

რეგიონი: იმერეთი

ქალაქი: ზესტაფონი

ასაკი: 77

ნინოს დიაგნოზმა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს სხვა სახელი დაარქვა. თავიდან, როცა ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავით, ექიმების იმედითა და წამლებით მივიკვლევდით გზას. ეს ეტაპი წარმატებით გავიარეთ და ახლა მას მედიკამენტები აღარ სჭირდება. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, მეტყველების სირთულეა, თუმცა ჩვენს ურთიერთობაში ეს ბარიერს არ ქმნის უსიტყვოდ ვუგებ და მისი თითოეული სურვილი ზეპირად ვიცი.


საზოგადოების აზრი ჩემთვის დაბრკოლება არასდროს ყოფილა. ვერც კი წარმომედგინა, რატომ უნდა მომექცია ბავშვი ოთხ კედელში, ამიტომ ნინო პატარაობიდანვე ჩემი განუყრელი თანამგზავრია.დავდიოდით ყველგან, ვსარგებლობდით ტრანსპორტით, ვატარებდი დღის ცენტრში ამ თავისუფლებამ შედეგი გამოიღო, დღეს მას დამოუკიდებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.


ნინო საოცრად თბილი და მოსიყვარულეა. ხშირად, უბრალოდ ჩაივლის ოთახში, მომიბრუნდება და მეტყვის: „მიყვარხარ“. ამ ერთ სიტყვაში მთელი მისი გული ჩანს და ეს ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობა სწორედ ამ უპირობო სიყვარულზე დგას.


რაც შეეხება განვითარებას, დღის ცენტრმა ყველაფერი შეცვალა. აქ ბავშვები ერთად სწავლობენ და ვითარდებიან. მაგალითად, ახლახან სპექტაკლი დავდგით, სადაც ყველა ბენეფიციარი მონაწილეობდა — ისეთი მონდომებით თამაშობდნენ, მაყურებელს მხოლოდ მათი ნიჭი დაამახსოვრდა. ეს დისციპლინა ყოფით საქმიანობაშიც ჩანს: სამზარეულოში სუფრის გაწყობა იქნება თუ დალაგება, ყოველთვის მეხმარებიან ეს მათ  დამოუკიდებლობას და გუნდურობას აჩვევთ.


ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს იზოლირებული. გაიყვანეთ გარეთ, ჩართეთ ყველაფერში და მიეცით თავისუფლება. საზოგადოებამ ისინი უნდა მიიღოს და შეიყვაროს, რადგან ამ ბავშვებს შეუძლიათ, სამყარო საოცარი სიყვარულით აავსონ.