საბა ბერაშვილი
რეგიონი: შიდა ქართლი
ქალაქი: გორი
ასაკი: 18
საბა ბერაშვილი 18 წლის, კასპიდან.
"მე ვიცი რომ მაქვს დაუნის სინდრომი, ვიცნობ სხვა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მათ ვემეგობრები. დავდივარ სკოლაში, წელს მაქვს ბოლო ზარი და აქედანვე ვემზადები.
ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები. ხალხი რომ მხედავს ყველა მესალმება და მეუბნებიან რა ლამაზი და საყვარელი ხარო. მე პირდაპირ ვგიჯდები გარეთ გასვლაზე, როცა ხალხს ველაპარაკები.
მინდა გამოვიდე ან ფოტოგრაფი ან მსახიობი. ძალიან მომწონს ფოტოგრაფია და ხშირად ვიღებ ხოლმე ლამაზ ფოტოებს.
როცა ადამიანები გამიცნობენ, მინდა უბრალოდ იცოდნენ, რომ მე ვარ კეთილი, ლამაზი და მოსიყვარულე საბა."