eng geo
logo
უკან

მაკა შარიფაშვილი

რეგიონი: შიდა ქართლი

ქალაქი: გორი

ასაკი: 35

მაკა შარიფაშვილი 35 წლის, საბა წიკლაური 12 წლის, კასპიდან.


მაკა:
“საბამ 2 წლის ასაკიდან დაიწყო ინგლისურ ენაზე საუბარი ქართულად არ მეტყველებდა, არ რეაგირებდა სახელზე და თამაშზე, არ გვერთვებოდა და არ ურთიერთობდა ჩვენთან. სწორედ ამიტომ მირჩიეს რომ წამეყვანა დიაგნოსტირებაზე და დაუსვეს აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი.


თავიდან ვერ ვხვდებოდი რასთან მქონდა საქმე, საიდან უნდა დამეწყო. პირველი, რაც გავაკეთეთ იყო სერვისებში ჩართვა თბილისში, რამაც დიდი შედეგი გამოიღო. მეც ვსწავლობდი და ვვითარდებოდი მასთან ერთად, რადგან ვფიქრობ ჩემი, როგორც მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში.


ორი წელი ვიარეთ თერაპიებზე კასპიდან, თუმცა შემდეგ უსახსრობის გამო მოგვიწია თავის დანებება და მაშინ მივხვდი რამხელა მნიშვნელობა ქონდა ჩემს ცოდნას და გამოცდილებას რომ სახლში გამეგრძელებინა მასთან ერთი-ერთზე მუშაობა.


საბა დადიოდა ბაღში და ახლა უკვე სკოლაში. ის ძალიან საყვარელი, თბილი და რაც მთავარია ჭკვიანი ბიჭია. გარემოსთან და საზოგადოებასთან დაკავშირებით რა სირთულეებიც მახსენდება ეს იყო დაწყებით ეტაპზე, როცა ყველას ვუხსნიდი რა სირთულეები ჰქონდა საბას და რატომ იყო განსხვავებული, მიმღებლობაც ნაკლები ჰქონდათ. თუმცა, რაც დრო გავიდა ეს დამოკიდებულება შეიცვალა და მეც აღარ ვფიქრობ რომ ყველას უნდა ვუხსნა საბას დიაგნოზის შესახებ, აღარ მინდა, მინდა რომ მიიღონ უბრალოდ ისეთი როგორიც არის, ზედმეტი კითხვების გარეშე.”


საბა:
“მიყვარს ინგლისური ენა და ტელეფონზე თამაში, უნდა გამოვიდე ჰაკერი.”