თამარ დეკანოიძე
რეგიონი: იმერეთი
ქალაქი: საჩხერე
ასაკი: 15
თამარ დეკანოიძე 15 წლის, სოფელი მერჯევიდან, საჩხერე.
"ჩემი დიაგნოზია ცერებრული დამბლა დიპლეგია. დიაგნოზის შესახებ ის ვიცი, რომ 1 წლის ასაკში დამესვა.
სკოლაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში პანდუსის და ლიფტის არ არსებობის გამო მიჭირდა კლასელებთან ერთად სათამაშოდ გასვლა და ძალიან მწყინდა. თუმცა, ახლა სკოლამ გააკეთა პანდუსიც და ლიფტიც და ძალიან ბედნიერი ვარ რომ თავისუფლად შემიძლია გადავაადგილდე. ახლა უკვე მე-10-ე კლასში ვარ და დავდივარ დღის ცენტრშიც. სხვათაშორის ძალიან კარგი კლასელები მყავს და ბევრი მეგობარიც.
როდესაც გარეთ გავდივარ, ხშირად მაშტერდებიან. სულ ვფიქრობ, ეს ალბათ იმიტომ, რომ არ უნახავთ ბევრი ჩემნაირი ადამიანი. ამიტომ, ჩემი საზოგადოებაში გამოსვლით ვდგამ ჩემის მხრიდან პატარა, მაგრამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან დიდ ნაბიჯს. ოჯახი ძალიან გვერდით მედგა. სულ ვიღებ ფოტოებს და ვაქვეყნებ, რადგან მივიჩნევ, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვჭირს. მშობლებს კი ვურჩევ,არ დამალონ შვილები, რადგან რომ გაიზრდებიან მათ უფრო არ მიიღებს საზოგადოება.
საჭიროა ვიყოთ ხილულნი."