სამსონიძე ნათელა
რეგიონი: შიდა ქართლი
ქალაქი: ხაშური
ასაკი: 44
ლუკას გვერდით გავიგე, რომ სიძლიერე მხოლოდ ფიზიკურ ძალაში არ არის.ლუკამ მასწავლა მადლიერება პატარა დეტალებისთვის – მის ჩახუტებაში, მის გულწრფელ ღიმილში, მის ძალისხმევაში ვპოულობ დიდ ბედნიერებას.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ საზოგადოება გახდეს ისეთი, სადაც ლუკას მსგავსი ახალგაზრდები შეძლებენ განათლების მიღებას, სამსახურში წასვლას, მეგობრებთან ერთად ყოფნას ისე, რომ მათი შესაძლებლობები აღიარებული და დაფასებული იყოს.
ჩემნაირი დედები ყოველდღე სწავლობენ ახალი გზების ძიებას – როგორ მივიდეთ საჭირო სერვისამდე, როგორ ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც გულით დაგვეხმარება, როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია, რომელიც შვილს წამით მაინც გაამხნევებს. ჩვენთვის ყოველი ნაბიჯი, ყოველი ახალი სიტყვა, ყოველი მიღწევა – ეს არის გამარჯვება.
ვოცნებობ მომავალზე, სადაც დედებს აღარ მოუწევთ ყოველდღე ბრძოლა იმისთვის, რაც ბუნებრივად უნდა არსებობდეს – ხელმისაწვდომი გარემო, ხარისხიანი სერვისები, თანადგომა და მხარდაჭერა.