eng geo
logo
უკან

გიორგი ტომარაძე

რეგიონი: ქვემო ქართლი

ქალაქი: თბილისი

ასაკი: 38

ჩემთვის დამოუკიდებლობა თავისუფლებაა როცა მარტო გადავდგილდები ქალაქში, მივდივარ სტუდიაში ან სახლში საქმეებს თავად ვაკეთებ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თიხაზე მუშაობაც დამოუკიდებლად მიყვარს. მართალია, სირთულეების დროს მასწავლებელი მეხმარება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ეს დაბრკოლებები ჩემი ძალებით დავძლიო.

 

ეს შემართება მეხმარება სხვებთან ურთიერთობაშიც; ვარ ძალიან კომუნიკაბელური და მიყვარს ადამიანებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა. სწორედ ამიტომ, პარაორკესტრში დაირაზე და შეიკერზე დაკვრის გარდა ჯგუფის ხელმძღვანელობასაც მანდობენ, რეპეტიციებზე წასვლისას წესრიგს მე ვამყარებ. ჩემი აქტიური ცხოვრება რაგბსაც უკავშირდება ჩვენი გუნდით პარიზში ვიყავით, სადაც პირველი ადგილი ავიღეთ და შინ გამარჯვებულები დავბრუნდით.