ანა სიხაშვილი
რეგიონი: ქვემო ქართლი
ქალაქი: თბილისი
ასაკი: 15
მე ვარ ანა სიხაშვილი, 15 წლის, თბილისიდან. 5 წლის ასაკში სრულად დავკარგე მხედველობა. შემდეგ მოვხვდი უსინათლოთა სკოლაში, საიდანაც დაიწყო ჩემთვის ძალიან მაგარი ცხოვრება.
გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ეს მდგომარეობა თანდაყოლილი არ არის - მახსოვს ძალიან ბევრი რამ, მაგალითად როგორია წითელი, მწვანე და ასე შემდეგ. ბევრჯერ მსმენია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ ასებობს, მაგრამ ეს სრული სისულელეა. არსებობს, თუმცა ყოველთვის შესაძლებელია მათი გადალხვა.
ცხოვრებაში ბევრი მიზანი მქონია, ჩემი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი მათგანი უკვე შევასრულე. მაგალითად: სულ მალე მივემგზავრები ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად. თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი მიზანი არის, რომ უსინათლო ადამიანი არ იყოს უცხო ქართველი საზოგადოებისთვის. ძალიან დავიღალე და აღარ მინდა ასეთი დამოკიდებულება. ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემთვის უსინათლობა გადაულახავ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.