ლიკა მუჯირიშვილი
რეგიონი: რაჭა ლეჩხუმი კვემო სვანეთი
ქალაქი: ლენტეხი
ასაკი: 35
“მე ვარ ლიკა მუჯირიშვილი, ქალაქ ლენტეხიდან. მყავს 6 წლის შვილი - გიორგი გასვიანი. პრობლემები თავიდანვე შესამჩნევი იყო და დაბადებისთანავე ვიცოდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იქნებოდა. მალევე დაუსვეს ცერებრული დამბლის დიაგნოზი. მაშინ როცა ამ ორმა სიტყვმა გაიჟღერა ძალიან დავიბენი, მანამდე რამდენჯერმე მყავდა ნანახი ამ დიაგნოზით ბავშვი, თუმცა ვერ წარმომედგინა ასე რთულად თუ განვითარდებოდა. მალევე დაერთო ეპილეფსიაც, რამაც გიოს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
ჩვენი ოჯახი ცხოვრობს ლენტეხში - ქალაქში, სადაც არ არსებობს არანაირი რესურსი ჩვენი შვილებისთვის. არ არსებობს დღის ცენტრი, სარეაბილიტაციო ცენტრი ან რაიმე მსგავსი. როგორ უნდა ვატარო ჩემი შვილი მუდმივად ქუთაისში ან თბილისში? ძალიან დიდი ხანია ვბრძოლობ, დავწერე არაერთი განცხადება და მიმართვა მაგრამ არსაიდან პასუხი არ ისმის. შედეგად ჩვენც და ბავშვებსაც მთელი დღის სახლში გატარება გვიწევს.
იმედია ჩვენს რაიონსაც მოხედავს ვინმე ამ მიმართულებით და დაგვეხმარებიან, რომ ელემენტალური რესურსები მაინც შეიქმნას ადგილობრივად".