eng geo
logo
უკან

ნანა მაისურაძე

რეგიონი: იმერეთი

ქალაქი: ზესტაფონი

ასაკი: 64

მჯერა, რომ ამ ერთ ცხოვრებაში იმაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი, ვიდრე ჩემს შვილზე ზრუნვაა, იმ წამიდან როცა მაია დაიბადა მე ვზრუნავ მასზე, ეპილეფსიის დიაგნოზთან ერთად ცხოვრება

 

როცა გავიგეთ რომ მაიას ეპილეფსია ჰქონდა თითქოს ბევრი კითხვა გაჩნდა, იქნებ ხვალ უკეთ იყოს, იქნებ ზეგ შეიცვალოს რამე. თავიდან იმედი მქონდა, მაგრამ მალვე შევეგუე რეალობას: მაია ისეთი უნდა მიმეღო, როგორიც არის, და ისეთი უნდა მყვარებოდა. როცა საკუთარ თავში ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, მერე ცხოვრება სხვანაირად იწყება. 

 

თბილისში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ ზესტაფონში გადმოვედით საცხოვრებლად აქ ისეთი თბილი ადამიანები ვნახე, როგორიც სხვაგან არსად შემხვედრია. სწორედ აქ ვიპოვეთ დღის ცენტრი, რომელიც ჩემთვის ნამდვილ საყრდენად იქცა. მე ამ დღის ცენტრს გამოვუცხადე სრული ნდობა.

 

მაია დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, რადგან შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება დაემართოს. ეს მუდმივი რისკია და სწორედ ამიტომ მისი გვერდით ყოფნა ჩემი პასუხისმგებლობაა. თუმცა ვიცი, რომ დღის ცენტრის გარეშე ამ ყველაფერს ასე ვერ გავუმკლავდებოდი, ეს არის ადგილი, სადაც მარტო არ ხარ.

 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ეს ბავშვები ჩვენთან ერთად ცხოვრობენ გარემოში, მათაც აქვთ უფლება იცხოვრონ ისე როგორც ყველამ. ამის გასააზრებლად კი საჭიროა ადამიანებს უფრო ახლო შეხება ჰქონდეთ ჩვენს შვილებთან, დაელაპარაკონ, ეცოდინებათ რომ ამ სამყაროში ისინიც არიან და ისინიც უნდა გაითვალისწინონ.